"სისხლის ცრემლი მდის...ერთხელ გავჩერდი, ორჯერ... მაგრამ..." - აი, რაზე საუბრობს რამაზ ნოზაძე
,ყველა ნაგავი თითქოს დანომრილია, ერთთან ერთი დგას, მეორესთან მეორე, მესამესთან მესამე და ა.შ. სისხლის ცრემლი მდის, როცა ასეთ ადამიანებს ვუყურებ", - ამის შესახებ ქართველმა მოჭიდავემ, მსოფლიო ჩემპიონმა (2007წ) რამაზ ნოზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა.
,,პანდემიამ გამოიწვია ძალიან მწვავე სიტუაცია, მითუმეტეს, საქართველოში, ისედაც გაღატაკებულ ქვეყანაში, უარესობისკენ წავიდა ყველაფერი. სამწუხაროა, როცა ვუყურებ, გული მწყდება - ყველა ნაგავი თითქოს დანომრილია, ერთთან ერთი დგას, მეორესთან მეორე, მესამესთან მესამე და ა.შ. ძალიან ვწუხდები, ქართველი ადამიანი ვარ და სისხლის ცრემლი მდის, როცა ასეთ ადამიანებს ვუყურებ. ერთხელ გავჩერდი, ორჯერ... მაგრამ რამდენს უნდა დავეხმარო, ეს მთავრობის გასაკეთებელია", - განაცხადა რამაზ ნოზაძემ ,,ტვ პირველის" ეთერში, სადაც საარჩევნო პროცესსა და მოლოდინებზე საუბრობდნენ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ რომელიც არჩევნების შემდეგ სათავეში მოვა, პირველ რიგში, ქვეყანაში, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.
კომენტარი