"კურიერის" ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კალანდია სამართალდამცველებმა დღეს აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, კალანდია არასანდო მოწმედ მიიჩნია.
კომენტარი