სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა პეტრე: დღეს დაიბადა დედა. საკრალურია, დაბადებაც და გარდაცვალებაც ერთ თვეს დაემთხვა

ნახეთ რას წერს მამა პეტრე დედაზე:

დღეს დაიბადა დედა. საკრალურია, დაბადებაც და გარდაცვალებაც ერთ თვეს დაემთხვა.
დედა ყველასთვის ყველაფერია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერზე მეტი...
ინტელექტის მეტრი იყო. განათლების, წიგნიერების, დათმენის, უბრალოების, ჰუმანიზმის, თვალუწვდენელი სიღრმეების...
დედა, შენი წერილით გილოცავ ამ დღეს...

პაატა დედი, ისეთი დაღლილი ვარ, მოწარას არც ვაპირებდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა. ლალი ზის ღუმელთან, იცინის, ყოველ კვირა რა გაქვს საწერიო. მოგიკითხეს მეზობლებმა. რაც შევძელი, გიგზავნი. შენი დაძმაც ცოდვები არიან, ამათაც არაფერი არ აქვთ.
ფეხი არ გაგიცივდეს, სუსტი ფილტვები გაქვს და რომ გაცივდე ვინ მოგივლის.
არ აჩქარდე. მარტო სწავლაზე იფიქრე. ფეხზე მყარად რომ დადგები, მერე იფიქრე ოჯახის შექმნაზეც. ღმერთმა შენს წარმატებას მომასწროს. შენს თავს მარტო კი არა, პაპუნა და ფაჩასაც უნდა უპატრონო. ნერვებს მიშლის შენი ძმა. სკოლაშიც ეზარება სიარული.
ყველაფერი მომწერე. ბიძაშენთან გაიარე. მოიკითხე ისინი. ზედმეტად არავინ შეაწუხო. გკოცნის დედაშენი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100