სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავა „კლოჩე სარე სალეს“ გვილოცავს

დედაქალაქის მერი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს ულოცავს. უგულავას მილოცვა მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო თანამემამულენო! მოგესალმებით და გილოცავთ ეზიდურ დღესასწაულს „კლოჩე სარე სალეს“. ეზიდები ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ნამდვილი, ტრადიციული, ძირძველი თბილისელები ხართ. ძალზე მნიშვნელოვანი და დიდია ეზიდთა წვლილი ჩვენი დედაქალაქის აღმშენებლობაში. ეზიდთა ერთგულებასა და მაღალ სამოქალაქო შეგნებას ყოველთვის ვგრძნობდით. თბილისის მერიაც, თავის მხრივ, ყურადღებით ეკიდება ეზიდთა პრობლემებს და ეს მიდგომა მომავალში მხოლოდ გაძლიერდება. ეზიდებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს საკუთარი თვითმყოფადობა და დღემდე მოიტანეს ლამაზი ტრადიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრესაც წარმოადგენენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეზიდთა სახლის მეშვეობით ფართო საზოგადოებამ გაიცნო თქვენი ლამაზი ტრადიციები, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეზიდური კულტურა შენარჩუნებული იქნება ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან მოზაიკაში. დღეს ეზიდები გაზაფხულის გამოღვიძების, განახლებისა, სულიერი სიმტკიცისა და ახალი წლის დღესასწაულს „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ. დაე სიხარული, ოჯახური მყუდროება, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს თქვენს ოჯახებში კლოჩე სარე სალეს დგესასწაულს. მრავალს დაესწარით!“ - ნათქვამია უგულავას მილოცვაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100