სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Express Bank -ის Student Card -ი - სპეციალურად სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული ბარათი

თბილისი, 27 ოქტომბერი, 2016 - Express Bank -ი, ყველაზე მარტივი ბანკი, ახლა უკვე სტუდენტებს, სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ უნივერსალურ ბარათს Student Card -ს სთავაზობს. Student Card -ი ერთდროულად საბანკო, სამგზავრო და დაგროვების ბარათია, რომელიც ყველა მათგანს უფასოდ გადაეცემა. ისინი, ვინც ბარათს პირველად გააქტიურებენ, ასევე საჩუქრად მიიღებენ 500 Expressბონუსქულას. Student Card -ით თვეში მინიმუმ 600 ექსპრესს ქულის დაგროვების შემთხვევაში, ბანკი სტუდენტებს დამატებით 3000 ექსპრეს ბონუსქულას გადასცემს საჩუქრად. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აქედანვე დაიწყონ საბანკო ისტორიის შექმნა Express Bank-ში და ისარგებლონ მრავალი ბენეფიტით:

· შეასრულონ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია;

· Student Card -ით გადახდისას, დააგროვონ Express ბონუსქულები და შემდეგ ეს ქულები გადაცვალონ: უფასო მგზავრობაზე, მობილურის სასაუბრო დროზე, მობილურის ინტერნეტზე, სმს-ებზე და სხვა მომსახურებაზე;

· ისარგებლონ შეღავათიანი სტუდენტური ტარიფით, მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზაზე;

· ისარგებლონ Express განვადებით;

· შეიძინონ სასურველი ნივთი ონლაინ;

Student Card -ზე ნაღდი თანხის შეტანა ასევე მარტივად, Express Bank-ის გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი. სტუდენტები, ბარათისმხოლოდ ერთი შეხებით გადახდას, შეძლებენ ყველგან - უბნის მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ასევე,ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონით, TSKAPP აპლიკაციის მეშვეობით. სურვილისამებრ, შესაძლებლობა აქვთ ბანკომატის საშუალებით გაანაღდონ თანხა, ისარგებლონ ინტერნეტ-გადახდებით, შეავსონ მობილური ბალანსი საკომისიოს გადახდის გარეშე. სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ დისტანციური საბანკო მომსახურებითაც, რომლის დახმარებითაც ბანკში მიუსვლელად შეძლებენ სასურველი საბანკო და არასაბანკო მომსახურების მიღებას: ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ტელეფონბანკის და SMS ბანკის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentcard.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100