სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმს ბათუმშიც. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექი დღეა ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმაა ოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც წვიმს. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში. ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, სადაც დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში წვიმს და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +9, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. გორში დღის განმავლობაში იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი. გუდაურში დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექოდ ჩაივლის დღე, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. რუსთავშიც მზიანი დღე და +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100