ივანიშვილი:ხელმძღვანელობის ცვლილებამ ამა თუ იმ უწყებიდან თანამშრომელთა გადინება არ უნდა გამოიწვიოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია, რატომ ჩნდება შეკითხვები საჯარო სამსახურიდან თანამდებობის პირების საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ.
"გაუგებარია, რომ ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. აბა როგორც უნდა გათავისუფლდნენ, ეს კითხვა დამრჩა და იქნებ განმიმარტოთ", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციისას. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელ ლევან ნატროშვილს, რომელმაც საჯარო სამსახურებიდან ადამიანთა გახშირებული გათავისუფლების ტენდენციასთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკული შენიშვნა დააფიქსირა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელმძღვანელობის ცვლილებამ ამა თუ იმ უწყებიდან თანამშრომელთა გადინება არ უნდა გამოიწვიოს.
კომენტარი