სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეგენდარული მომღერალი პრინცი გარდაიცვალა

მომღერალი პრინცი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას მისი პრესმდივანი ავრცელებს.

„ლეგენდარული არტისტი, პრინც როჯერს ნელსონი დღეს (21 აპრილს) 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზთან დაკავშირებული დეტალები ჯერ-ჯერობით არ არსებობს.“- ნათქვამია განცხადებაში.

პრინცი გარდაცვალებამდე საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. 15 აპრილს მისმა თვითმფრინავმა სპეციალური დაშვება განახორციელა მომღერლის სამკურნალო დაწესებულებაში მოსათავსებლად.

ცნობისთვის პრინს როჯერ ნელსონი ამერიკელი მუსიკოსი, ცნობილი „პრინსის“ და სხვა ფსევდონიმების სახელით. ყველაზე მეტად ის ცნობილია, როგორც სიმბოლო Prince logo.svg, რომელიც მის სასცენო სახელად გამოიყენებოდა 1993-2000 წლებში. ამ პერიოდში ის ცნობილი იყო, როგორც „მუსიკოსი უწინ ცნობილი, როგორც პრინსი“.

პრინსი არის, როგორც სიმღერების ავტორი და მუსიკოსი, ასევე პროდიუსერი. სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად მას გამოცემული აქვს რამდენიმე ასეული ალბომი. მას ასევე მიღებული აქვს შვიდი გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. 2004 წელს ის შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

მუსიკალურად პრინსის შემოქმედება მოიცავს რამდენიმე ჟანრს, მათ შორის არის რითმ ენდ ბლუზი, სოული, პანკი, როკი, ბლუზი, ახალი ტალღა, ფსიქოდელია, ფოლკი, ჯაზი და ჰიპ-ჰოპი. მის გავლენის წყაროებად ითვლებიან: ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეიმზ ბრაუნი, Sly & the Family Stone, კერტის მეიფილდი, Parliament-Funkadelic, სტივი უანდერი, კარლოს სანტანა, ჯონი მიტჩელი, ბითლზი, დიუკ ელინგტონი და მაილს დეივისი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100