ქართული ფილმებით შანხაის მუნიციპალიტეტის კულტურის ადმინისტრაცია დაინტერესდა
ეროვნულმა კინოცენტრმა შანხაის მუნიციპალიტეტის კულტურის ადმინისტრაციას უმასპინძლა, რომელიც კინოს, ტელევიზიასა და რადიოს აერთიანებს. ადმინისტრაციის წევრები ასევე წარმოადგენენ შანხაის ა - კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს.
სტუმრების ინტერესიდან გამომდინარე იგეგმება ქართული ფილმების წარდგენა შანხაის კინოფესტივალის სხვადასხვა სექციებში, ასევე ჩინეთის ტერიტორიაზე ქართული ფილმების დისტრუბუციის მხარდაჭერა.
ჩინეთი კინოგაქირავების კუთხით ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდა, რომლის ბაზრის მოცულობა 15 მილიარდ დოლარს აღწევს.
კომენტარი