„თბილისის დინამოს“ მაფიოზები და მილიონები...
ვინ რამდენი მილიონი მოიპარა „თბილისის დინამოდან“? რა აკავშირებთ მაფიოზურ-ფინანსურ ოპერაციებთან ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს? - „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტური გამოძიება.
ვიდრე კრიმინალები ჩაიგდებდნენ ხელში, თბილისის „დინამო“ ათეული წლების მანძილზე სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ეკუთვნოდა. სპორტსაზოგადოება კი - რესპუბლიკის შს სამინისტროს. ასე იყო 1988 წლის 29 დეკემბრამდე. ამ დღეს საქართველოს სპორტდეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის N57 დადგენილებით შეიქმნა დამოუკიდებელი საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ - სრული სამეურნეო ანგარიშითა და თვითდაფინანსებით.
კლუბი ანგარიშვალდებული იყო სპორტსაზოგადოება „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს წინაშე. „დინამო თბილისს“ საბჭომ გადასცა საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის შტატები, გუნდის შესანახად დაგეგმილი 1989 წლის სახსრები, დიღმის სპორტული ბაზა, ბავშვთა და იუნიორთა სპორტული ბაზა და ამ ბაზების კაპრემონტისა და შენახვის სახსრები. ეს დაფინანსება ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ხორციელდებოდა სპორტსაზოგადოება “დინამოს” საკუთრებაში მყოფი საწარომოების შემოსავლებიდან.
1991 წლიდან ამ საწარმოებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება და როგორც „დინამოს“ საბჭოს, ასევე მის დაფინანსებაზე მყოფ კლუბებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ისინი, ფაქტობრივად, გაკოტრდნენ.
სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, 1992 წელს „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის 5 ივნისის დადგენილებით მოხდა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ რეორგანიზაცია.
გაუქმდა ძველი და დაფუძნდა ახალი კლუბი შპს-ს სახით, რომლის კაპიტალი განისაზღვრა 30,4 მილიონი მანეთით, ანუ 60 000 დოლარით. აღნიშნული შპს-ს დამფუძნებლები იყვნენ ავიაკომპანია „ორბი“, საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი საწრმო „ბომბორა“, სამრეწველო-სავაჭრო ფირმა „კავკასიონი“ და, ცხადია, სპორტსაზოგადოება „დინამო“.
ორგანიზაციული პრობლემების გამო საზოგადოებას დიდხანს არ უარსებია და 1992 წლის 31 ოქტომბერს, დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ, რეგისტრაციაში გატარდა შპს საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“, რომლის საწესდებო კაპიტალი 5 მილიონი მანეთით განისაზღვრა.
ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ე.წ. არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფები თარეშობენ. სწორედ ეს 1992 წლის 31 ოქტომბერს დაფუძნებული „დინამო“ იქცა „მხედრიონელთა“ და სხვა კრიმინალთა ლუკმად. ამ დროს დაიწყო საფეხბურთო კლუბის უკანონოდ მიტაცების არნახული საერთაშორისო მასშტაბის ფინანსური მაქინაციები.
კრიმინალებმა კლუბის აღმსრულებელ ხელმძღვანელობაშიც შეაღწიეს და „მხედრიონის“ პატრონაჟით „დინამო“ რამდენიმე პიროვნებამ გადაიფორმა. შპს „საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამოს“ დამფუძნებელი 3 სუბიექტი გახდა. ყოფილი სპორტსაზოგადოება, იმჟამად (და ახლაც) სპორტკლუბი „დინამო“, ფირმა „ბერმუხა-92“ (პრეზიდენტი მერაბ რატიანი) და მოქალაქე მერაბ ჟორდანია.
„ბერმუხა-92“-სა და მერაბ ჟორდანიას ზურგს უმაგრებდნენ „მხედრიონის“ ლიდერები, რომლებიც იმ დროს არამარტო საფეხბურთო სამყაროს განაგებდნენ, ახალ შპს-ში წილებიც მათი ინტერესების შესაბამისად გადანაწილდა. „ბერმუხა-92“-ს ერგო 80%, მერაბ ჟორდანიას - 10% და სპორტკლუბი „დინამო“ შპს-ში მეწილედ შევიდა თავისი სოლიდური ქონებით - დიღმის საწვრთნელი და „ნორჩი დინამოელის“ საწვრთნელი ბაზა.
მერაბ რატიანს ფირმას საწესდებო კაპიტალში უნდა შეეტანა 3 მილიონ 204 ათასი მანეთი. ამ თანხის საფასურად შპს-ს ბალანსზე გადავიდა „ბერმუხა-92“-ის მიერ შეძენილი ავტომობილი „გაზ-31“, რომელიც 3 მილიონ მანეთად შეფასდა.
მერაბ ჟორდანიას უნდა შეეტანა 100 000 მანეთი, რაც არ შეუტანია. თუმცა მეწილე მაინც გახდა. სასაცილო ის არის, რომ, თუ რატიანმა ამ 3-მილიონიან „გაზ-31“-ში შპს-ს 80 პროცენტიანი წილი მიიღო, ორი ბაზის (დიღმის საწვრთნელი ბაზა 1 598 000 მანეთად შეაფასეს, „ნორჩი დინამოელისა“ კი _ 97 880 მანეთად) პატრონ სპორტკლუბ „დინამოს“ მხოლოდ 10 პროცენტიანი წილი მიუგდეს.
თუმცა იყო მცდელობა, სპორტკლუბი საერთოდ „მოეტეხათ“ დამფუძნებლებიდან, მაგრამ მის მეპატრონეს, შს სამინისტროს „ანგარიში გაუწიეს“. კლუბის პრეზიდენტად მერაბ ჟორდანია აირჩიეს, მერაბ რატიანი ვიცე პრეზიდენტი გახდა, დირექტორატში აღმოჩნდნენ მხედრიონელები - ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე.
ფინანსური მაქინაციებით აორთქლებული 28
მილიონ
ი
შპს რეგისტრაციაში კი გატარდა, მაგრამ ისე დაიწყო ფუნქციონირება, რომ არ ჩატარებულა არც სპორტბაზების მიღება-ჩაბარების პროცედურა და არც ფეხბურთელთა გუნდის შეფასება.
არადა, ამ დროს გუნდში ირიცხებოდნენ შემდგომში სახელოვანი ფეხბურთელები - გიორგი ქინქლაძე, შოთა და არჩილ არველაძეები, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე და სხვები. ამდენად შპს-ს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი, თავის საქმიანობაში გამოეყენებინა სპორტული ბაზები და ფეხბურთელთა გუნდი, ანუ არ გააჩნდა სამოქალაქო სამართლით განსაზღვრული იურიდიული პირისათვის აუცილებელი ქონება. თუმცა, ამ უკანონო, დე ფაქტო ქონების „დინამოს“ მესვეურნი საკუთარი ნება-სურვილისამებრ განკარგავდნენ.
არარსებული შპს „დინამო თბილისი“ განაგრძობს საქმიანობას. იგი თითქმის 3 ელი ფუნქციონირებს, როგორც ფორმალური იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქონება და საწესდებო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტები.
1994 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლის მიხედვითაც ყველა სამეწარმეო სუბიექტს უნდა გაევლო ხელახალი რეგისტრაცია, მათ შორის „დინამოსაც“. ცხადია, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შპს-ს ხელახალი რეგისტრაცია. ამისთვის კი დამფუძნებელთა თანხმობა იყო საჭირო. იმ დროს შს მინისტრი და, ავტომატურად, სპორტკლუბ „დინამოს“ თავმჯდომარე გახდა კახა თარგამაძე, რომელმაც კლუბის საბჭოს შემადგენლობა შეცვალა.
მინისტრის დავალებით შეისწავლეს „დინამო თბილისის“ საქმიანობა. ცხადია, უამრავი დარღვევა აღმოჩნდა, დაწყებული წილების გადანაწილებით, დამთავრებული მიტაცებული და უკვე განიავებული ქონებით. ამის გამო თარგამაძემ, ანუ სპორტკლუბმა „დინამომ“, როგორც თანადამფუძნებელმა, უარი უთხარა პარტნიორებს შპს-ს ძველებური სახით რეგისტრირებაზე.
1996 წლის 1 ივლისიდან შპს „საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო“ აღარ არსებობდა იურიდიული პირის სტატუსით და შს სამინისტრომ დაიწყო შპს-ს საფინანსო სამეურნეო საქმიანობის შესწავლა.
1996 წლის 1 ივლისიდან შპს „საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო“ აღარ არსებობდა იურიდიული პირის სტატუსით და შს სამინისტრომ დაიწყო შპს-ს საფინანსო სამეურნეო საქმიანობის შესწავლა.
შპს „დინამო“ რეგისტრაციაში არ გაატარეს, მაგრამ 1997 წლის დეკემბერში, შპს-ს დირექტორის მიმართვის საფუძველზე დიდუბის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა მ. ქევანიშვილმა კანონსაწინააღმდეგოდ არ დააყენა შპს-ს ლიკვიდაციის საკითხი (პრეზიდენტის 1996 წლის 9 ივლისის N193 განკარგულება), მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი და შპს-მ სასამართლოს რეგისტრაციის გარეშე გააგრძელა ფუნქციონირება. ამის გამო უკანონო „დინამოს“ ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი აორთქლდა.
„დინამოს“ ყველაზე ხმაურიანი აფერა
საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 21 ივნისის N251 ბრძანებულების შესაბამისად, საფეხბურთო კლუბი სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლების ყოველგვარი გადასახადებისგან გათავისუფლდა. ოღონდ იმ პირობით, რომ შეიქმნებოდა ე.წ. საპარტნიორო ფონდი, სადაც ამ თანხების აკუმულირება მოხდებოდა და იგი „დინამოს“ განვითარებას მოხმარდებოდა.
„დინამოს“ თავკაცებმაც დიდი ფულის კეთება დაიწყეს. იმ პერიოდში, „დინამოს“ სახელით საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 215 შემთხვევაში შემოტანილი იყო 17 მილიონ 700 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად გადასახადების სახით ბიუჯეტის კუთვნილი, მაგრამ კლუბისათვის ნაჩუქარი 28 მილიონი ლარი, ანუ 20 მილიონი დოლარი საპარტნიორო ფონდს უნდა მიეღო.
გამოძიებისას გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა ყოველგვარი აღრიცხვისა და კონტროლის გარეშე განიავდა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში მისცეს მერაბ ჟორდანია, ვ. შალიკაშვილი (დირექტორატის წევრი), მ. რატიანი და ნ. მამეიანი (მთავარი ბუღალტერი). მათ ბრალად წაეყენათ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სიყალბის ჩადენა.
1999 წლის 25 იანვარს დიდუბიდ რაიონის მოსამართლე მ. კოტრიკაძემ განიხილა ეს საქმე და ოთხივე ბრალდებული გაამართლა. პროკურორმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 25 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ დიდუბის რაიონის სასამართლოს განაჩენი უკანონოდ მიიჩნია, გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. ამ უკანასკნელმა კი გამოძიებას გადასცა.
1999 წლის 25 იანვარს დიდუბიდ რაიონის მოსამართლე მ. კოტრიკაძემ განიხილა ეს საქმე და ოთხივე ბრალდებული გაამართლა. პროკურორმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 25 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ დიდუბის რაიონის სასამართლოს განაჩენი უკანონოდ მიიჩნია, გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. ამ უკანასკნელმა კი გამოძიებას გადასცა.
ვინ გაისტუმრა ჟორდანია-რატიანის 400 000 დოლარი პროცენტებით
1999 წლის 15 ნოემბერს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა „საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის“ დირექტორის წევრათ მიმართ, კრედიტის მოტყუებით მიღებისა და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების ფაქტზე.
აღმოჩნდა, რომ მერაბ ჟორდანიას და მერაბ რატიანს „თი-ბი-სი“ ბანკიდან 3 შემთხვევაში კრედიტის სახით გატანილი ჰქონდათ 400 000 აშშ დოლარი. გირაოდ კი ჩადეს სპორტკლუბ „დინამოს“ კუთვნილი დიღმის საწვრთნელი ბაზა, მეპატრონის თანხმობის გარეშე.
ეს ის სპორტკლუბი „დინამოა“, რომელმაც ხელახალ რეგისტრაციაზე, ანუ პარტნიორობაზეც უარი განუცხადა „ბერმუხა-92“-სა და მერაბ ჟორდანიას და შპს-დ ვეღარ დაფუძნდა. გირაოს სახით ბანკში ჩაიდო სააქციო საზოგადოება „მზიურის“ (შოკოლადის ქარხანა) აქციების 35% (1 011 113 ცალი აქცია).
თავის დროზე, საქართველოს მეთაურის ბრძანებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, „მზიურის“ აქციების 35% „დინამოს“ იმიტომ გადაეცა, რომ წარმოების მოგებიდან მიღებული წილი კლუბს მოხმარდებოდა. მეტი არაა თქვენი მტერი, ერთი ცალი „ყარაყუმიც“ არავის გადაუგდია ფეხბურთელებისათვის.
არადა, 400 000 დოლარი ბანკიდან სწორედ „მზიურის“ განვითარების მოტივით გამოიტანეს. გავიდა დრო და ბანკმა თავისი ფული მოითხოვა. საქმე სასამართლომდე მივიდა. 1999 წლის 16 ივლისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა ვალის გადახდის ბრძანება _ „დინამოს“ ბანკის სასარგებლოდ პირველ ეტაპზე 202 952 დოლარის გადახდა დაევალა.
იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა კი გადაწყვიტა, აუქციონზე გაეყიდა დიღმის საწვრთნელი ბაზა. ჩვენს ქონებას სხვისი ვალის დასაფარავად ყიდითო? - გადაირივნენ შს სამინისტროს ხელმძღვანელები და მათი ჩარევის შედეგად, იმავე დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს 1 ოქტომბრის განჩინებით ბრძანების აღსრულება სარჩელის საბოლოო განხილვამდე შეჩერდა, ხოლო ბანკს უარი უთხრეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საბოლოოდ, „თი-ბი-სი“ ბანკის ვალი თავის პროცენტებით 2000 წლის „დინამომ“ ფეხბურთელების - გივი დიდავას, მიხეილ აშვეთიასა და კლიმენტი წიტაიშვილის - ტრანსფერებიდან შემოსული თანხებით დაიფარა.
საბოლოოდ, „თი-ბი-სი“ ბანკის ვალი თავის პროცენტებით 2000 წლის „დინამომ“ ფეხბურთელების - გივი დიდავას, მიხეილ აშვეთიასა და კლიმენტი წიტაიშვილის - ტრანსფერებიდან შემოსული თანხებით დაიფარა.
გიორგი დემეტრაძისა და „მზიურის“ საქმე
2000 წლის 28 იანვარს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გადმოიგზავნა სისხლის სამართლის საქმე სს „მზიურიდან“ სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცების ფაქტზე. სს „მზიურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მერაბ რატიანი გახლდათ. გამოძიება ამავე დროს დაინტერესდა ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის ტრანსფერით „დინამოდან“ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ და 2000 წლის 31 იანვარს ეს ორი საქმე გაერთიანდა.
აღმოჩნდა, რომ თბილისის „დინამოსა“ და ვლადიკავკაზის „ალანიას“ შორის 2 სატრანსფერო კონტრაქტი იყო გაფორმებული დემეტრაძის „ალანიაში“ გადასვლასთან დაკავშირებით.
აღმოჩნდა, რომ თბილისის „დინამოსა“ და ვლადიკავკაზის „ალანიას“ შორის 2 სატრანსფერო კონტრაქტი იყო გაფორმებული დემეტრაძის „ალანიაში“ გადასვლასთან დაკავშირებით.
ორივე კონტრაქტი 1998 წლის 2 ივლისით თარიღდება. პირველს, „დინამოს“ მხრიდან ხელს აწერს მერაბ ჟორდანია. „ალანია“ იღებს ვალდებულებას, „დინამოს“ 1998 წლის 1 ოქტომბრამდე გადაუხადოს 320 000 დოლარი. კონტრაქტის მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ გ. დემეტრაძის საფეხბურთო კლუბ „ალანიადან“ სხვა კლუბში გაყიდვის შემთხვევაში, თბილისის „დინამოს“ უნდა მიეღო სატრანსფერო თანხის 50 პროცენტი.
„ალანიას“ მხრიდან კონტრაქტს ხელს აწერს კლუბის დირექტორი ბითაროვი. გ. დემეტრაძე 1999 წელს „ალანიადან“ კიევის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ ოსურ კლუბს თბილისის „დინამოსთვის“ სატრანსფერო თანხის 50 პროცენტი არ გადაუხდია. ეს კონტრაქტი ყალბი და უკანონო აღმოჩნდა. სინამდვილეში დემეტრაძის ტრანსფერი „ალანიაში“ სხვაგვარად და სკანდალურად განხორციელდა.
მეორე კონტრაქტი 1998 წლის 2 ივლისსაა დადებული. „ალანიას“ მხრიდან მას ისევ ბითაროვი აწერს ხელს, ხოლო თბილისის „დინამოდან“ ვიცე-პრეზიდენტი მერაბ რატიანი. მასში აღნიშნულია, რომ „დინამომ“ დემეტრაძე „ალანიას“ 720 000 დოლარად მიჰყიდა.
ასევე, კონტრაქტის მე-6 პუნქტში ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ თბილისის „დინამოს“ არა აქვს უფლება, მოითხოვოს დემეტრაძის სხვა კლუბში გადასვლიდან სატრანსფერო თანხის წილი ოსური კლუბისაგან. ვლადიკავკაზის „ალანიამ“ შეასრულა ამ კონტრაქტის ყველა პირობა. მთლიანად გადაიხადა ეს 720 000 დოლარი, ოღონდ „დინამოს“ ხელმძღვანელობის ჩარევით თანხა დანაწევრდა და სხვადასხვა მიმართულებით გადაირიცხა - მ. რატიანის მითითებით „ალანიამ“ 130 000 დოლარი გადარიცხა შვეიცარიაში, ქ.ჟენევაში „ფინანსბანკში“, სადაც „დინამოს“ ანგარიში ჰქონდა გახსნილი.
არადა, გამოძიების მასალებით, „დინამოს“ ბუღალტერიის მონაცემებით, კლუბს საზღვარგარეთ არ ჰქონდა ანგარიშები გახსნილი. 100 000 დოლარი გადმოირიცხა თბილისში, „საქართველოს ბანკში“ „მზიურის“ ანგარიშზე, 70 000 დოლარი კი იმჟამქდ უკვე კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, მ.ჟორდანიას მითითებით გადაირიცხა გერმანიაში, ქ. ვისბადენში ვლადიმერ გუცაევის პირად ანგარიშზე.
გუცაევმა მიიღო გასამრჯელო - საშუამავლო თანხა, რადგან სწორედ მან გაჩარხა დემეტრაძის ტრანსფერი „დინამოდან“ „ალანიაში“. დარჩენილი 420 000 დოლარი მ. რატიანმა მიიღო ხელზე, არ შეიტანა „დინამოს“ ბუღალტერიაში და, როგორც „ალანიას“ წყარო იუწყება, მიითვისა.
ჩადენილი დანაშაულისათვის მ. რატიანი დააპატიმრეს - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისათვის.
გამოძიების პროცესში გარკვეული ძალების, მათ შორის ე.წ. ქურდული სამყაროს ზეწოლის შედეგად „ალანიას“ პრეზიდენტმა ბათრად ბითაროვმა უარყო, რომ 420 000 დოლარი ხელზე მისცა მ. რატიანს. თუ ბითაროვის ჩვენება სიმართლეა, მაშინ „ალანიას“ „დინამოს“ ვალი დემეტრაძის ტრანსფერიდან დღესაც ეკუთვნის და ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დაცვით, ჟორდანია_რატიანის „დინამოს“ დღევანდელ სამართალმემკვიდრეს, „დინამოს“, შეუძლია „ალანიას“ 420 000 დოლარი მოსთხოვოს, რაც კონტრაქტით იყო გადასახდელი.
თუმცა, უფრო სარწმუნოა, რომ ბითაროვმა აღარ გაიმეტა ციხეში მყოფი რატიანი, კანონიერი ქურდების რჩევა-მუქარით, აღარ დაუმძიმა დანაშაული და განაცხადა - 420 000 დოლარი ხელზე არ მიმიციაო. მოკლედ, თუ ბითაროვი მართალია, მას „დინამოს“ 420 000 კვლავ ჰმართებს, თუ ტყუის მაშინ რატიანმა უნდა გადაიხადოს კლუბის სასარგებლოდ ეს თანხა. ასეც და ისეც, „დინამოს“ 420 000 დოლარი ეკუთვნის. საბოლოოდ, მერაბ რატიანი მხოლოდ “მზიურის” საქმის გამო გაასამართლეს. დამანაშავედ სცნეს და 5 წლის პირობითი სასჯელი გამოუტანეს.
სხვათა შორის, თბილისის „დინამოს“ ანგარიშს შვეიცარიის „ფინანსბანკში“ სხვადასხვა მაქინაციებისთვის იყენებდნენ თურქეთის უმაღლესი ლიგის გუნდები, მათ შორის სტამბულის „გალათასარაი“. ამ საერთაშორისო სკანდალის ტოლფას საფეხბურთო მაქინაციას, იმედია ქართველი სამართალდამცავები გასცემენ პასუხს.
სხვათა შორის, თბილისის „დინამოს“ ანგარიშს შვეიცარიის „ფინანსბანკში“ სხვადასხვა მაქინაციებისთვის იყენებდნენ თურქეთის უმაღლესი ლიგის გუნდები, მათ შორის სტამბულის „გალათასარაი“. ამ საერთაშორისო სკანდალის ტოლფას საფეხბურთო მაქინაციას, იმედია ქართველი სამართალდამცავები გასცემენ პასუხს.
სკანდალური ტრანსფერები
გამოძიების პროცესში კლუბის ოფისში არ აღმოჩნდა არც ერთი სატრანსფერო კონტრაქტი. არადა, იმ დროისათვის უცხოურ კლუბებში საკმაოდ სოლიდურ თანხად გაიყიდნენ იაშვილი, ცქიტიშვილი, კობიაშვილი, ქინქლაძე, შოთა და არჩილ არველაძეები, შელია, რევიშვილი, ყაველაშვილი, გახოკიძე, აშვეთია, ალექსიძე, კიკნაძე და კალაძე. ეს ტრანსფერი 1995_99 წლებში განხორციელდა.
გამოძიებამ ამ ფეხბურთელთაგან მხოლოდ გერმანიის „ფრაიბურგში“ „დინამოდან“ გაყიდული 3 ფეხბურთელის - იაშვილის, კობიაშვილისა და ცქიტიშვილის სატრანსფერო კონტრაქტებს მიაგნო.
გამოძიებამ ამ ფეხბურთელთაგან მხოლოდ გერმანიის „ფრაიბურგში“ „დინამოდან“ გაყიდული 3 ფეხბურთელის - იაშვილის, კობიაშვილისა და ცქიტიშვილის სატრანსფერო კონტრაქტებს მიაგნო.
გაირკვა, რომ ამ კონტრაქტებით გათვალისწინებული 1 მილიონ 100 000 გერმანული მარკიდან 300 000 ჟორდანიას მითითებით „ფრაიბურგის“ საბანკო ანგარიშიდან ვინმე ერვინ კაზაკოვსკის გადაეცა, ხოლო 800 000 მარკა თავად ჟორდანიამ ხელზე მიიღო და გაქრა.
აქვე გთავაზობთ 1995_2000 წლებში თბილისის „დინამოდან“ გაყიდული ფეხბურთელების სიას და სავარაუდო სატრანსფერო თანხებს, რომელიც თავის დროზე გამოძიებამ მოიპოვა:
აქვე გთავაზობთ 1995_2000 წლებში თბილისის „დინამოდან“ გაყიდული ფეხბურთელების სიას და სავარაუდო სატრანსფერო თანხებს, რომელიც თავის დროზე გამოძიებამ მოიპოვა:
1. გიორგი ქინქლაძე, 1995 წელს „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), 3 მილიონი აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“.
2. შოთა არველაძე, 1995 წელი, „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია.
3. არჩილ არველაძე, 1995 წელი, „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია.
4. მურთაზ შელია, 1997წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“.
5. ზაზა რევიშვილი 1997წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“.
6. მიხეილ ყაველაშვილი, 1997წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“.
7. ალექსანდრე იაშვილი, 1997 წ. „ფრაიბურგი“ (გერმანია), 900 000 გერმანული მარკა. თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. ნაწილი ხელზე მიიღო მ. ჟორდანიამ.
8. ლევან ცქიტიშვილი, 1997 წ. „ფრაიბურგი“ (გერმანია), 900 000 გერმანული მარკა. თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. ნაწილი ხელზე მიიღო მ. ჟორდანიამ.
9. ლევან კობიაშვილი, გაყიდულია ორჯერ _ 1997 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 დოლარი, თანხა ჩარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“ და „ფრაიბურგი“ (გერმანია), 1 200 000 გერმანული მარკა. თანხის ნაწილი ჩარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“, ნაწილი ხელზე მიიღო მ. ჟორდანიამ.
10. გიორგი გახოკიძე, 1998 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 200 000 აშშ დოლარი, თანხა გადარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“.
11. გიორგი დემეტრაძე, 1998 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 720 000 აშშ დოლარი. 130 000 დოლარი გადარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“, 100 000 დოლარი _ თბილისში, სს „მზიურის“ ანგარიშზე. 70 000 დოლარი, მ. ჟორდანიას მითითებით გადაირიცხა გერმანიის ქალაქ ვისბადენში ვლადიმერ გუცაევის პირად ანგარიშზე. დანარჩენი 420 000 დოლარის ბედი გაურკვეველია. სავარაუდოდ, იგი მერაბ რატიანმა აიღო ხელზე.
12. კახი კალაძე, 1998 წ. „დინამო“ კიევი. 300 000 აშშ დოლარი, გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“.
13. გიორგი კიკნაძე, 1999 წ. „სამსუნგსპორი“ (თურქეთი), 90 000 აშშ დოლარი. ხელზე აქვს მიღებული „დინამოს“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს.
14. კლიმენტი წიტაიშვილი, 2000 წ. ისრაელი, 100 000 აშშ დოლარი, თანხა მოხმარდა „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტის დაფარვას.
15. გივი დიდავა, 200 000 აშშ დოლარი, თანხა მოხმარდა „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტის დაფარვას.
16. მიხეილ აშვეთია, 2000 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 40 000 აშშ დოლარი. ხელზე მიიღო მერაბ რატიანმა და მოხმარდა „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტის დაფარვას.
16. მიხეილ აშვეთია, 2000 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 40 000 აშშ დოლარი. ხელზე მიიღო მერაბ რატიანმა და მოხმარდა „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტის დაფარვას.
17. რატი ალექსიძე, 2000 წ. „ჩელსი“ (ინგლისი), 1 000 000 ფუნტი სტერლინგი. თანხის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაკვლია.
ამდენად, 1995_2000 წლებში, თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ 15 ფეხბურთელის გაყიდვიდან სატრანსფერო თანხად მიიღო 5 მილიონ 50 ათასი აშშ დოლარი, 3 მილიონი გერმანული მარკა და 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი. მხოლოდ მაღალმა ღმერთმა, ჟორდანიამ და რატიანმა თუ იციან, რა თანხად გაყიდეს ძმები არველაძეები 1995 წელს თურქეთში.
კახა კალაძის ტრანსფერი და მაკა ასათიანის ფრანგული ბუტიკი
კახა კალაძის ტრანსფერი კიევის „დინამოში“ მერაბ ჟორდანიასა და კომპანიის მიერ რატომღაც გასაიდუმლოებულია. ეს გარიგება დღემდე ბურუსით იყო მოცული. ჩვენს ხელთ არსებული მასალები ნათელს ჰფენს ამ სატრანსფერო ისტორიასაც.
2000 წლის აგვისტოში, შსს-ს საგამოძიებო ჯგუფი კიევში გაემგზავრა. კიევის „დინამოს“ ოფისიდან ქართველმა სამართალდამცავებმა ამოიღეს კალაძის სატრანსფერო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც კალაძის საფასურად კიევის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ 300 000 აშშ გადაუხადა.
ერთი წლის შემდეგ კიევის „დინამომ“ კიდევ 200 000 დოლარი გადარიცხა მერაბ ჟორდანიას მიერ მითითებულ ანგარიშზე, მაგრამ ეს არ ყოფილა ფეხბურთელის საფასურის ნაწილი.
უბრალოდ, ჟორდანიამ წერილობით, თხოვნით მიმართა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტს, გრიგოლ სურკისს, რომელმაც კეთილი ნება გამოხატა. გთავაზობთ კიევის „დინამოს“ პრეზიდენტის, გრიგოლ სურკისის წერილს (მცირე შემოკლებით):
„კახა კალაძის შესახებ შეგვიძლია, გაცნობოთ შემდეგი: კონტრაქტი ხელმოწერილი იქნა 1998 წლის 17 იანვარს, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა კიევში კახა კალაძისა და მამამისის ინიციატივით ჩვენი კლუბის ხელმძღვანელთან.
„კახა კალაძის შესახებ შეგვიძლია, გაცნობოთ შემდეგი: კონტრაქტი ხელმოწერილი იქნა 1998 წლის 17 იანვარს, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა კიევში კახა კალაძისა და მამამისის ინიციატივით ჩვენი კლუბის ხელმძღვანელთან.
ერთხელ პირადად ჩემთან მიღებაზე მოვიდა 17 წლის კალაძე მამასთან ერთად. კიევის „დინამოში“ თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის არამარტო ოცნება იყო. ჩვენ მისმა განცხადებამ შეგვაშფოთა: კახა ფეხბურთის მიტოვებასაც აპირებდა, თუ კიევის „დინამოში“ არ ითამაშებდა. იმ მომენტში მისი დამოკიდებულება თბილისის „დინამოსთან“ განისაზღვრებოდა კონტრაქტით, მაგრამ ვინაიდან კალაძე არ იყო სრულწლოვანი, ეს კონტრაქტი არ შეესაბამებოდა უეფას ნორმებს.
ფაქტობრივად, ფეხბურთელ კალაძის სტატუსი განისაზღვრებოდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. სწორედ ამ სტატუსით გადმოვიდა კალაძე კიევის „დინამოში“, უეფას ფორმალური ნორმების გათვალისწინებით, ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვიყავით თბილისის „დინამოსთან“ მიზერული სატრანსფერო თანხით, რაც ფეხბურთელის ვარჯიშსა და განვითარებას მოხმარდა (ხელფასი გამრავლებული ასაკობრივ კოეფიციენტზე). კონტრაქტის პირობებით, კომპენსაცია (და არა სატრანსფერო თანხა. _ ლ.ჯ.) თბილისის „დინამოს“ სასარგებლოდ განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამასთან, ვივალდებულეთ, რომ, თუ ჩემპიონთა ლიგის 1997—98 წლების გათამაშებაში ნახევარფინალში გავიდოდით, უკვე კალაძის მონაწილეობით, დამატებით 100 000 დოლარს გადავუხდიდით თბილისის „დინამოს“.
კონტრაქტის თანახმად, 10 დღეში ჩვენ გადავრიცხეთ თბილისის „დინამოს“ ანგარიშზე საკომპენსაციო თანხა. სამწუხაროდ, 1997-98 წ.წ. ჩემპიონთა ლიგაში ვერ ვითამაშეთ შედეგიანად და ნახევარფინალში ვერ გავედით, ამიტომ, კონტრაქტით გათვალისწინებული დამატებითი თანხის გადახდა არ მომხდარა.
კონტრაქტის თანახმად, 10 დღეში ჩვენ გადავრიცხეთ თბილისის „დინამოს“ ანგარიშზე საკომპენსაციო თანხა. სამწუხაროდ, 1997-98 წ.წ. ჩემპიონთა ლიგაში ვერ ვითამაშეთ შედეგიანად და ნახევარფინალში ვერ გავედით, ამიტომ, კონტრაქტით გათვალისწინებული დამატებითი თანხის გადახდა არ მომხდარა.
შემდეგ, 1998-99 წლების სეზონში ჩვენი გუნდი კახა კალაძის მონაწილეობით, გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. სამწუხაროდ, ამ დროსითვის ჩვენი ქართველი თანაკლუბელები იმყოფებოდნენ რთულ მატერიალურ და მორალურ გაჭირვებაში.
1998 წლის შემოდგომაზე ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა მერაბ ჟორდანიამ მატერიალური მხარდაჭერისთვის. ჩვენი კლუბის საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ გაეწია ერთჯერადი დახმარება 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაკავშირებული საკონტრაქტო ვალდებულებებთან.
ამ თანხის გარდა, მოხდა ორჯერ 100-100 ათასი დოლარის გადარიცხვა, მას შემდეგ, რაც ჩვენმა კლუბმა უეფასაგან მიიღო ბონუსი (ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ასპარეზობისთვის განკუთვნილი პრემია. - ლ.ჯ.).
კიევის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტი გრიგოლ სურკისი“.
გამოძიების მასალების მიხედვით, კიევის „დინამოს“ თანადამფუძნებელმა ფირმამ „მენეჯმენტ ნიუპორტმა“ კახი კალაძის საკომპენსაციო თანხა 300 000 დოლარი გადარიცხა 1998 წლის 17 იანვარს ჟენევის ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ „ფინანსბანკში“, ხოლო ჟორდანიას სამოწყალო თანხა, 200 000 დოლარი ინგლისში, ლონდონის „ბარკლაიბანკში“ _ 100 000 დოლარი 1998 წლის 12 ნოემბერს, ხოლო მეორე 100 000 დოლარი იმავე ბანკში 1999 წლის 26 იანვარს.
კიევის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტი გრიგოლ სურკისი“.
გამოძიების მასალების მიხედვით, კიევის „დინამოს“ თანადამფუძნებელმა ფირმამ „მენეჯმენტ ნიუპორტმა“ კახი კალაძის საკომპენსაციო თანხა 300 000 დოლარი გადარიცხა 1998 წლის 17 იანვარს ჟენევის ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ „ფინანსბანკში“, ხოლო ჟორდანიას სამოწყალო თანხა, 200 000 დოლარი ინგლისში, ლონდონის „ბარკლაიბანკში“ _ 100 000 დოლარი 1998 წლის 12 ნოემბერს, ხოლო მეორე 100 000 დოლარი იმავე ბანკში 1999 წლის 26 იანვარს.
უცნობია, სად წავიდა და რაში გაიხარჯა ეს 200 000 დოლარი. თუმცა ვარაუდობენ, რომ ლონდონის ბანკიდან ეს თანხა ერთ-ერთ პარიზულ ბანკში აღმოჩნდა. ამავე ვერსიით, სწორედ ეს 200 000 დოლარი მოხმარდა პარიზში, ჟორდანიას იმდროინდელი მეუღლის, მაკა ასათიანის სამოდელო მაღაზიის გახსნას.
კახა კალაძის მეორე სატრანსფერო კონტრაქტი
უცნაურია, მაგრამ ქართველმა გამომძიებლებმა კახა კალაძის კიევის „დინამოში“ გადასვლასთან დაკავშირებულ მეორე კონტრაქტსაც მიაკვლიეს, რომელიც ასევე თბილისისა და კიევის კლუბებს შორის გაფორმდა. ამ კონტრაქტის ქსეროასლი საგამოძიებო ჯგუფმა „აგრომრეწვბანკიდან“ ამოიღო. მეორე კონტრაქტი პირველისაგან იმით განსხვავდება, რომ მის ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ, თუ კახა კალაძე კიევის „დინამოდან“ სხვა კლუბში გაიყიდებოდა, სატრანსფერო თანხის 50% თბილისის „დინამოს“ ეკუთვნოდა..
გრიგოლი სურკისი ზემოაღნიშნულ წერილში იმასაც აფიქსირებს, რომ, თუ კალაძე კიევის „დინამოდან“ სხვა გუნდში გაიყიდებოდა, მისი კლუბი ყველა ფინანსურ ვალდებულებას იხსნიდა თბილისის „დინამოს“ წინაშე _ ანუ კალაძის იტალიის „მილანში“ გაყიდვის საფასურიდან (15 მილიონი გერმანული მარკა), სურკისის განმარტებით, თბილისის კლუბს ერთი ფენინგიც კი არ ეკუთვნოდა. აბა, რას წარმოიდგენდა ეს _ მეორე, „აგრომრეწვბანკში“ ნაპოვნი კონტრაქტის ასლი, რომელსაც, თუ დავუჯერებთ, კიეველებს თბილისის „დინამოსთვის“ 7,5 მილიონი მარკა ემართათ?
გამოძიების მტკიცებით, ბანკში ნაპოვნი კონტრაქტის ასლი ყალბია. იმის ჩიტია გრიგოლ სურკისი, რომ კალაძის საფასური მთელი ცხოვრება ეხადა „დინამოსათვის“? „აგრომრეწვბანკში“ კი კონტრაქტის ასლი კი ცხადია „დინამოს“ მესვეურებმა მიიტანეს. მათ ბანკიდან კრედიტის გამოტანა სურდათ, ეს კი საგირავნო საშუალება იყო.
ბანკის ხელმძღვანელობას არწმუნებდნენ, კიევის „დინამოსაგან“ 7,5 მილიონი მარკა გვეკუთვნის და ამის დასტურად, ეს კონტრაქტი დააგირავეს. თუმცა „აგრომრეწვბანკიდან“ დინამოელებმა თანხის გამოტანა ვერ მოახერხეს. კიევის „დინამომ“ კახა კალაძე, ფაქტობრივად, მუქთად ჩაიგდო ხელში.
ესეც თბილისის „დინამოს“ თავკაცთა ბედოვლათობის შედეგია. არც ის 300 000 და არც „სამოწყალო“ 200 000 ერთად არ წარმოადგენდა კალაძის რეალურ ღირებულებას. ეს კარგად იცოდა სურკისმაც. ამიტომ, როცა კიევში სპორტსაზოგადოება „დინამოს“ წარმომადგენლები ჩავიდნენ, მან კეთილი ნება გამოხატა და კალაძის „მილანში“ გაყიდვიდან მიღებული მოგების ნაწილი, კიდევ 400 000 დოლარი გადმორიცხა.
მაშინ მინისტრი ჯერ კიდევ კახა თარგამაძე იყო, რომელიც მალე გადადგა. მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ხდება, რომელიც ავტომატურად იღებს სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარის პოსტს და მის თანხებს, მათ შორის იმ 400 000 დოლარსაც სწორედ ის განკარგავდა.
არსებობს ვერსია, რომ ამ 400 000 დოლარით სპორტსაზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს საგზაო პოლიციის ყოფილმა შეფმა, ნიკა ივანიშვილმა, ეროვნული სტადიონის გვერდით გახსნა კაფე „სპორტი“ და ეს თანხა კლუბს არ მოხმარებია.
გიორგი ქინქლაძის ტრანსფერი
გიორგი ქინქლაძე „დინამოში“ თბილისის „მრეტებიდან“ გადავიდა. კლუბებს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ქინქლაძე „დინამოდან“ სხვა კლუბში გადავიდოდა, სატრანსფერო თანხის 10%-ს „დინამო“ „მრეტებს“ გადაურიცხავდა.
ქინქლაძე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა ინგლისის „მანჩესტერ სიტიში“. „დინამოს“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ უტეხა პირი „მრეტების“ ხელმძღვანელობას. მრავალჯერ სცადა მისი პრეზიდენტის - ჩხაიძის გადაგდება, დაშინება და დაშანტაჟება.
„მრეტებში“ ჩხაიძის ერთ-ერთი პარტნიორი იყო გერმანელი ბიზნესმენი, რომლის მეშვეობითაც ჩხაიძემ ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა „დინამოს“.
ღირდა კიდეც - „მრეტებს“ 300 000 დოლარი ერგებოდა „დინამოდან“. ჩხაიძემ და მისმა პარტნიორმა უეფასა და ფიფაში უჩივლეს დინამოელებს. ამით „დინამოს“ შეშინებულმა ხელმძღვანელობამ დროის გაჭიმვა და მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებები დაიწყო „მრეტების“ მესვეურებთან, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.
ამასობაში ფიფამ არაერთხელ მისწერა „დინამოს“, რომ სასწრაფოდ მიეცა კუთვნილი თანხა „მრეტებისათვის“. დინამომ 2000 წლის მიწურულს 30 000 დოლარი გადაურიცხა „მრეტებს“, მაგრამ უკვე გვიანი იყო: თავს ფიფას რისხვა დაიტეხა.
2001 წლის 3 იანვარს ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა განიხილა „მრეტების“ საჩივარი და შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: „საქმის შესწავლის შემდეგ, კომიტეტმა დაადგინა, რომ ს.კ. „დინამო“ თბილისმა დაარღვია ფიფას წესდება, ფიფას შესაბამისი ორგანოს მიერ დადგენილი ინსტრუქციის უგულებელყოფით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიფას დისციპლინირებულმა კომიტეტმა დაადგინა შემდეგი:
1. ს.კ. „დინამო“ თბილისს მიეცეს მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 30 დღე, რათა ს.კ. „მრეტები თბილისს“ გადაუხადოს მთლიანი თანხა 270 000 აშშ დოლარის ოდენობით.
1. ს.კ. „დინამო“ თბილისს მიეცეს მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 30 დღე, რათა ს.კ. „მრეტები თბილისს“ გადაუხადოს მთლიანი თანხა 270 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2. იმ შემთხვევაში, თუ მთლიანი თანხა არ იქნება გადახდილი მიცემულ პერიოდამდე, თქვენს ფედერაციას მოეთხოვება, არ მისცეს უფლება ს.კ. „დინამო“ თბილისს მონაწილეობა მიიღოს 2001-2002 საფეხბურთო სეზონის ნებისმიერ შეჯიბრებაში.
3. ჯარიმა 5000 შვეიცარული ფრანკის ოდენობით დაეკისროს ს.კ. „დინამო“ თბილისს. მოცემული თანხა გადახდილი უნდა იქნეს ფიფას საბანკო ანგარიშზე 30 დღის განმავლობაში, დღიდან გადაწყვეტილების მიღებისა.
ფიფა-ს დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომიტეტის მდივანი ვერონ მოსენგა-ომბა“
თბილისის „დინამოს“ მესვეურთ მორიგი სატრანსფერო-მაქინაცია არ შერჩათ. „დინამომ“ ფიფასაგან ფულად სანქციას _ 5000 შვეიცარულ ფრანკსაც გამოჰკრა ხელი. ამ დროისათვის „დინამო“ მართლაც მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლუბს მილიონობით ლარის დავალიანება ჰქონდა.
ფიფა-ს დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომიტეტის მდივანი ვერონ მოსენგა-ომბა“
თბილისის „დინამოს“ მესვეურთ მორიგი სატრანსფერო-მაქინაცია არ შერჩათ. „დინამომ“ ფიფასაგან ფულად სანქციას _ 5000 შვეიცარულ ფრანკსაც გამოჰკრა ხელი. ამ დროისათვის „დინამო“ მართლაც მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლუბს მილიონობით ლარის დავალიანება ჰქონდა.
გუნდი მორალურად იყო გატეხილი და ძველი დიდების აჩრდილიც კი აღარსად ჩანდა. აი, ასეთ დღეში ჩააგდეს „დინამო“ მერაბ ჟორდანიამ და მისმა „შაიკამ“.
როგორ იყოდა „დინამო“ ბადრი პატარკაციშვილმა
„დინამო“ გაკოტრდა, მაგრამ ეს ოფიციალურად არსად ფიქსირდებოდა. იმ დროისათვის კლუბს აღარ მფარველობდნენ მხედრიონელები, სახელგატეხილი კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან კომერციული სტრუქტურები საქმიან პარტნიორობას თავს არიდებდნენ, არც კრედიტებს აძლევდნენ ბანკები. კანონიერი თუ უკანონო გზებით, კლუბს ყველა მაღალი კლასის ფეხბურთელები გაყიდული ჰყავდა და მათი სატრანსფერო თანხები შეჭმული იყო.
კლუბს ვალები და მევალეები ახრჩობდნენ. ამ დროს „დინამოს“ საქმეებში სერიოზულად იყო ჩართული შს სამინისტრო, რომელიც თავის დროზე „დინამოში“ მხედრიონელების მიერ მიტაცებული წილების სახელმწიფოსთვის გადაცემას მოითხოვდა.
საქმის კურსში შსს-მ მორიგეობით ჩააყენა პარლამენტის თავმჯდომარე ზ.ჟვანია, სახელმწიფო მინისტრი გ.არსენიშვილი და ბოლოს პრეზიდენტი ე.შევარდნაძე. სწორედ პრეზიდენტთან 2001 წლის 2 თებერვლის თათბირზე გადაწყდა, რომ თბილისის „დინამო“ დაბრუნებოდა თავის უწინდელ პატრონს - სპორტსაზოგადოება „დინამოს“ და შს სამინისტროს დაევალა, 12 თებერვლამდე უზრუნველყო საფეხბურთო კლუბის საწარმოდ დაფუძნება და კლუბის ვალების გასტუმრება.
პრეზიდენტის ბრძანებით, სპორტსაზოგადოება „დინამომ“ გაისტუმრა კლუბის 2 მილიონზე მეტი ვალი. მათ შორის „მრეტების“ 270 000 დოლარი. შს სამინისტროს პრეზიდენტმა ნება დართო, სპეცსახსრებიდან მიღებული შემოსავლების 60% სამინისტროს სპეცანგარიშზე დარჩენილიყო და „დინამოს“ მოხმარებოდა, ოღონდ იმ პირობით, რომ 2003 წლის 1 იანვრამდე ეს თანხები ეტაპობრივად დაებრუნებინა ბიუჯეტისთვის.
ასეც მოხდა. „დინამოს“ ჩამოაშორეს ძველი ხელმძღვანელები. კლუბი დაფუძნდა ახალი შპს-ს სახით და მას სპორტსაზოგადოება „დინამო“ განაგებდა. შსს-მ ქონების მართვის სამინისტროსაც მიმართა, რომ „დინამო“ ტენდერზე გაეტანათ და გაეყიდათ, მაგრამ რადგან კლუბი საზოგადოებრივი და არა სახელმწიფო საკუთრება იყო, ტენდერი არ შედგა.
ინვესტორთა ძიების პროცესში სპორტსაზოგადოებას კლუბის შეძენის თხოვნით მიმართეს კერძო პირებმა რევაზ არველაძემ, რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ წარმომადგენლად მოიაზრებოდა და კომპანია „ჰაიზერ პარკ პროპერტის ლიმიტედმა“ (სწორედ ამ უკანასკნელი, ინგლისური კომპანიის მეწილე იყო ბადრი პატარკაციშვილი).
ინვესტორთა ძიების პროცესში სპორტსაზოგადოებას კლუბის შეძენის თხოვნით მიმართეს კერძო პირებმა რევაზ არველაძემ, რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ წარმომადგენლად მოიაზრებოდა და კომპანია „ჰაიზერ პარკ პროპერტის ლიმიტედმა“ (სწორედ ამ უკანასკნელი, ინგლისური კომპანიის მეწილე იყო ბადრი პატარკაციშვილი).
„ჰაიზერ პარკმა“ 2001 წლის 20 ივლისს წერილობით გამოთქვა სურვილი ინვესტირების თაობაზე. პატარკაციშვილის კომპანიას შს მინისტრი, კახა თარგამაძე ლობირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თარგამაძეს, პატარკაციშვილმა „დინამოს“ ხელში ჩაგდების სანაცვლოდ, სოლიდური თანხაც გადაუხადა. თუმცა, კახა თარგამაძე, პატარკაციშვილისგან თანხის აღებას კატეგორიულად უარყოფს. ისევე როგორც თავის დროზე პოლიციის შენობებიდან ადამიანთა გადაგდების ფაქტებს უარყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფაქტები ოფიციალურად იყო დაფიქსირებული.
კომენტარი