სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურის განცხადება მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირეებით

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ბრალი წარედგინა.
მერაბიშვილის მიმართ ბრალის დამძიმებასთან დაკავშირეებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმეზე, კერძოდ სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული გამოძიების ფალსიფიკაციის დადგენის მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე 2006 წლის 6 ივლისის გასამართლებული იქნა 4 პირი: გერონტი ალანია, (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი) და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სს კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), 143 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აკვეთა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება და განადგურება) და სასჯელის ზომად დაუდგინდათ: გ. ალანიას _ 8 წლით თავისუფლების აღღკვეთა, მ ბიბილურიძეს, ა. აფციაურს და ა. ღაჭავას კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა 6 თვით, 2008 წლის 24 ნოემბრის #768 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე მსჯავრდებულებს გაუნახევრდათ სასჯელის ვადა, ხოლო 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი პირობით-ვადამდე გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან, რის შედეგადაც მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.

2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასებული იქნა როგორც გ.ალანიასა და გარდაცვლის შორის ლესელიძის ქუჩაზე, "შარდენ ბარის" გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.

2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით კი უტყუარად, მრავალმხრივი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია საპირისპირო, კერძოდ:
პირველი:

სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ე.წ. "შარდენის სუფრიდან", ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა;
მეორე:

სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დ. ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი;
მესამე:

სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლის, დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით, მსჯავრდებულმა პირებმა, დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება თითოეულმა რამდენიმე ათეული ათასის ოდენობით;

მეოთხე: მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან - ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ყველა პიკანტური დეტალის გადმოცემისგან, თუმცა გაცნობებთ ერთ უპრეცედენტო ფაქტს - შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მსჯავრდებულები პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს;

მეხუთე:საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული პირების შეწყალება და მათი ვადამდე-პირობით გათავისუფლება განხორციელდა ტენდენციურად, კანონის მოთხოვნათა და დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით;

მეექვსე: საქართველოსიმდროინდელმაშინაგანსაქმეთამინისტრმაივანემერაბიშვილმა, რომლისთვისაცდანაშაულისჩადენისდღიდან, ანუ 2006 წლის 28 იანვრიდანზედმიწევნითზუსტადიყოცნობილიმომხდარიდანაშაულისუკლებლივყველადეტალი, სხვამაღალითანამდებობისპირებთანერთად, საკუთარიმეუღლისთამარ (თაკო) მერაბიშვილი-სალაყაიას, აგრეთვე, სხვამასთანდაახლოვებულიპირების (დათაახალაიას, ოლეგმელნიკოვისდასხვათა), მომხდარიდანაშაულისაგანხელოვნურადგანრიდებისმიზნით), უზრუნველყომოცემულსაქმეზეუკანონო, ფალსიფიცირებულისამართალწარმოებისგანხორციელებადაშეგნებულადშეუშალახელიამსაქმეზემართლმსაჯულებისგანხორციელებას, რამაც პრაქტიკულად ზუსტი ასახვა ჰპოვა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში, როდესაც მართლმსაჯულების უმაღლესმა ევროპულმა ინსტანციამ, დაადგინა, - ვციტირებთ: "სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ _ ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება."

შესაბამისად: დღეს, 2013 წლის 24 ივნისს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), რაც გამოიხატა მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით, გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭების უზრუნველყოფასა და დანაშაულის დაფარვისათვის მათი ფულადი წახალისებისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისათვის.

ზემოაღნიშნული ქმედებები ივ. მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით.
საგულისხმოა ის გარემობა, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას ივ. მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

საქმეზე გრძლედება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. საქმის მოცულობისა და გამოძიების პროცესში მიკვლეული მტკიცებულებების სიმრავლის გამო, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა დღესვე გამოაქვეყნებს ივანე მერაბიშვილის ბრალდების დადგენილების სრულ ტექსტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100