სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იულია ტიმოშენკოს წერილი დაპატიმრების წინ: „არ მაქვს მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ...“

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სერგეი ვლასენკომ დღეს საღამოს ჟურნალისტებს აცენა და წაუკითხა იულია ტიმოშენკოს მიერ, დაპატიმრების წინ მისივე ხელით დაწერილი წერილი, სადაც ნათქვამია:

„...გასაგებია, რომ ჩემი დაპატიმრება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, მაგრამ ამჯერად სხვა რამეს მივაქცევ თქვენს ყურადღებას. მინდა განვაცხადო, რომ მე არ მაქვს არანაირი მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ, ასე რომ, ის ტრიუკები, რაც მათ კიპრთან და კრავჩენკოსთან (ორი უკრაინელი დეპუტატი, რომლებმაც, ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს - ლ.ბ.) მიმართებაში ჩაატარეს, არ გაუვათ და ამ ტრიუკების გამეორება არ ღირს. მე სიცოცხლეს თვითმკვლელობით არასდროს დავასრულებ და რასაც ვაკეთებდი და გავაკეთებ -ეს კრიმინალური რეჟიმის მიმართ ბრძოლა და მსოფლიოში უკრაინისთვს ღირსეული სახელის დამკვიდრებაა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100