"ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლებს ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ
"ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლებს ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ - რამდენიმე დღეა ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა ცდილობენ გარკვევას, რატომ დაიბლოკა მათიი ანაგარიშები, თუმცა ბანკები ოფიციალურ პასუხს არ აძლევენ და თავს ტექნიკური ხარვეზით იმართლებენ.
მკვლვარები ფიქრობენ, რომ დე-ფაქტო სანქციები მათ ქართულმა ბანკებმა გამოძიების მოთხოვნით დაადეს.
არის ეჭვი, რომ რაღაც არაფორმალური კომუნიკაცია მოხდა საგამოძიებო უწყებასა და ბანკს შორის - ამბობს "პირველებთან" სოფო გელავა.
სალაროსთან გავიგე, რომ თურმე ვერ ვიხდი ბარათებით. მომივიდა ბევრი მესიჯი ყველა ანგარიშის შეჩერებაზე და ბარათების დაბლოკვაზე. როდესაც დავრეკე ბანკში, მითხრეს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი, მეორე დღეს დავიწყე რეკვა ჩემს პერსონალურ ბანკირთან და დღემდე არ ვიცი რეალური პასუხი. ვთხოვდი მათ, რომ ცნობა ან წერილობითი დოკუმენტი მოეცათ, რასაც მეუბნებოდნენ ზეპირად და არ მაძლევდნენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩემთვის აჩენს ეჭვს, რომ რეალურად სამართლებრივი საფუძველი ყადაღის არ არსებობს. აქედან გამომდიანრე, არის ეჭვი, რომ რაღაც არაფორმალური კომუნიკაცია მოხდა საგამოძებო უწყებასა და ბანკს შორის. ამას ვუკავშირებ რეიდებს, ცხადია", - აცხადებს სოფო გელავა.
ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.
კომენტარი