სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საჭმელი მოითხოვა და ამის გამო დაარტყა" - თბილისის ბაგა-ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სასტიკად სცემა

შემზარავი ფაქტი მოხდა თბილისში - 128-ე ბაგა-ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სასტიკად სცემა. როგორც აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, 23 აპრილს შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოიყვანა, მას სახეზე დაზიანებები ჰქონდა. ცემის ფაქტი კი ბავშვის მხრიდან საჭმლის მოთხოვნას მოყვა:

"ფიზიკური ძალადობა იყო - შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან" - აცხადებს მშობელი.

როგორც ბაგა-ბაღის დირექტორი მანანა ყავლაშვილი განმარტავს, მომხდარი ფაქტის გამო აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლა:

"საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი". - აცხადებს ყავლაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100