სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბანკის კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს

თბილისი, 18 ოქტომბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბანკის კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბანკის კლიენტები - მცირე და საშუალო და კორპორატიული ბიზნესიდან. ღონისძიების მიზანი მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გახლდათ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კლიენტები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მოხდა. ჩვენ როგორც პარტნიორ ბანკს დიდი გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში მუშაობის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება ჩვენს კლიენტებს გავუზიაროთ, მათი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარების და გაზრდის მიზნით. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ევროდირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით 2016 წელს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით: ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების სისტემების, აუდიტის და პროფესიული განათლების სფეროების რეგულირება/ზედამხედველობა.

,,რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, ამის შედეგად კი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც მიიღწევა საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის თუ მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარებითა და დანერგვის გზით. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასა და მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე.” - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ბუღლატრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100