
"აირზენა" წლის რჩეული ბრენდი გახდა
ავიაკომპანია "AIRZENA" კომპანია "Global Idea" -ს, გაზეთ "FINANCIAL" -ის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კონკურს "GOLDEN BRAND 2011" -ში გაიმარჯვა.
მასში მონაწილეობა 27 ქართულმა კომპანიამ მიიღო. ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის და მარკეტინგულ საქმიანობაში განსაკუთრებით კრეატიული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მოხდა.
ექსპერტების შეფასებით ნომინაციაში "ავიაკომპანია - რჩეული ქართული ბრენდი" გამარჯვებულად კომპანია "AIRZENA” დასახელდა. დაჯილდოვების ცერემონია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა და მას 100 სხვადხვა წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომენტარი