
დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარი