
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კომენტარი