
ოზურგეთში მამაკაცი დანით მოკლეს
ოზურგეთის სოფელ მელექედურში 42 წლის მამაკაცი დანით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
კომენტარი