
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 268 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4 887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარი