
Droni.ge მის შესახებ გავრცელებულ ჭორს პასუხობს
Droni.ge -ს რედაქცია ეხმაურება telegraph.ge - ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პრეზიდენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას თან ახლავს Droni.ge-ს წარმომადგენელი.
სამწუხაროდ, telegraph.ge ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ირწმუნება რომ Droni.ge-ს ჟურნალისტის ვიზიტი შტატებში პრეზიდენტმა დააფინანსა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ droni.ge-ს არცერთი თანამშრომელი ბოლო პერიოდში აშშ-ში არ გამგზავრებულა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ჩვენი წარმომადგენლის ვიზიტი ვინმეს და მითუმეტეს პრეზიდენტს დაეფინანსებინა.
ასევე გვსურს შევახსენოთ telegraph.ge-ს, რომ სტატიის გამოქვეყნებამდე აუცილებელია ინფორმაციის ყველა მხარესთან გადამოწმება.
სტატიის ავტორი ვალდებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია ბანძელაძესთან ერთად დაკავშირებოდა მის მიერ ნახსენებ droni.ge-ს და გაერკვია - მართლა ახლავს თუ არა, პრეზიდენტს აღნიშნული ინტერნეტსაიტის თანამშრომელი აშშ-ში.
ჟურნალისტის მიერ ამ მცირე დეტალის გათვალისწინება და ერთი სატელეფონო ზარი, მკითხველს ცრუ ინფორმაციისგან დაიცავდა.

კომენტარი