
ვინ არის გაუჩინარებული ახალგაზრდა, რომელსაც მტკვარში ეძებენ
მდინარე მტკვარში რამდენიმე საათია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოებში 9 ჯგუფია ჩართული.
მიმდინარეობს წყლის ზედაპირის და ფსკერის დათვალიერება, თუმცა დაკარგული მამაკაცი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, გაუჩინარებული ახალგაზრდა 31 წლის ვეფხია ხაჩიძეა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
კომენტარი