
ერთი ლექსით თქმული სათქმელი: მუხრან მაჭავარიანის „პასუხი“
სველია თუმცა ქვრივთა ცრემლით
ქართლის მინდვრები,
დედა ქართვლისა უფრო ხშირად
ვიდოდა ძაძით,
მაგრამ ხალხს, მჯერა, კიდევ შერჩა
ცრემლი იმდენი –
კვლავ რომ დაღვაროს, დასჭირდება სამშობლოს თუკი!
დღემდეა თუმცა წყალწითელა სისხლით წითელი,
მომხდურს ქართველის არ უნახავს რადგანაც ზურგი,
მაგრამ ჯერ კიდევ, ღვთით, შემოგვრჩა სისხლი იმდენი –
კვლავ რომ დავღვაროთ, დასჭირდება სამშობლოს თუკი!
და თუა ვინმე – ეს ამბავი არ სჯერა ვისაც!
ურწმუნო იგი, მით უმეტეს, თუა ქართველი!
არც მკვდარს, არც ცოცხალს
არ ეკუთვნის მას ქართლის მიწა –
კაცი ასეთი, ცხენის ძუით არის სათრევი!
კომენტარი