
აბაშაში სუფრაზე მისულმა სტუმრებმა მასპინძელი სასტიკად სცემეს - მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა
აბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლის მამაკაცთან სტუმრად მისულმა პირებმა ის სასტიკად სცემეს. შალვა ტორონჯაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუმარ-მასპინძელს შორის სუფრაზე შელაპარაკება ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. პოლიციამ ეჭვმიტანილები უკვე დააკავა, გამოძიება კი მკვლელობის მუხლით დაიწყო.
კომენტარი