
"ასე იძახდა ცხოვრება მომბეზრდა, ჩემთვის ყველაფერი ერთფეროვანი გახდაო"- ახალი დეტალები 15 წლის ბიჭის თვითმკველობის შესახებ
16 ნოემბერს ავჭალაში 15 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი 118-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. აღნიშნული საზარელი ფაქტის შესახებ დრონი.ჯი-მ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია.
თვითმკვლელობის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ჩვენთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. აი რაზე საუბრობენ სკოლის მოსწავლეები და კლასელები პირად საუბრებში:
"ასე იძახდა ცხოვრება მომბეზრდა, ჩემთვის ყველაფერი ერთფეროვანი გახდაო"
ასეთი ინფორმაცია გამოვიდა სკოლის ბავშვებიდან, ისინი ძალიან ბევრ ვერსიაზე საუბრობენ,არის ათასი მოსაზრება (რომელსაც გამოძიებიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებთ) და დანამდვილებითაც, ჯერ-ჯერობით ოჯახისთვისაც უცნობია, თუ რა გახდა 15 წლის ბიჭის სუიციდის მიზეზი.
შსს-ს განცხადებით მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი