
მსოფლიოს 29 ყველაზე ლამაზი სასახლე - მოკლე ისტორიები და ფოტოები
ჰოვარდების სასახლე იორკშირში - ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პირადი საცხოვრებელი, ის 300 წლის განმავლობაში ჰოვარდების ოჯახის საკუთრება გახლდათ.
ჰოჰენშვანგაუს სასახლე გერმანიაში - აგებულია მეცხრამეტე საუკუნეში, დღესდღეობით მის სანახავად ყოველ წელს 300 ათასი ადამიანი მიდის.
კორფეს სასახლე დორსეტში - აგებულია მე-11 საუკუნეში, მისი დიზაინის ავტორი გახლდათ უილიამ I დამპყრობელი.
მალბორკის სასახლე პოლონეთში - ის გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასახლე და ევროპის ყველაზე დიდი აგურით ნაგები შენობა.
ნეუშვანსტეინის სასახლე გერმანიაში - ის ლუდვიგ II ბავარიელმა ააგო როგორც საკუთარი პირადი თავშესაფარი. 1886 წელს სასახლის კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო და მას შემდეგ ის 60 მილიარდამდე ადამიანმა ინახულა.
შატეუ დე შამბორდი საფრანგეთში - ეს შენობა აიგო როგორც ფრანსის I-ის სანადირო ლოჟა, ის ფრანგული რენესანსის ხანის მკაფიო ნიმუშია. დამთვალიერებლებისთვის მისი კარი 2007 წელს გაიღო და მას შემდეგ ეს მშვენიერი სასახლე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა ინახულა.
ოსაკას სასახლე იაპონიაში - იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასახლეა, აგებულია მე-16 საუკუნეში, მტრის შემოსევის დროს თავდამსხმელებისგან თავის დასაცავად.
ჰოჰენვარფენის სასახლე ავსტრიაში - სასახლე აგებულია მე-11 საუკუნეში, მისი ექსტერიერი გამოყენებულია ჰოლივუდურ მელოდრამაში „ახალდაქორწინებულები“ სადაც მთავარ როლებს ეშტონ კატჩერი და ბრიტანი მერფი ასრულებენ.
კილკენის სასახლე ირლანდიაში - აგებულია 1195 წელს უილიამ მარშალის მიერ, ახლა მას საკონფერენციო და საგანმანათლებლო ფუნქციები აქვს.
პელეს სასახლე რუმინეთში - ეს ნეო-რენესანსის ტიპის სასახლე აგებულია 1873-1914 წლებში.
შლოს მორიტსბურგის სასახლე გერმანიაში - სასახლეს სახელი საქსონის ჰერცოგ მორიტსის საპატივცემლოდ ეწოდა, შენობა გარშეორტყმულია ტყით სადაც დიდებულები ნადირობდნენ.
კასტილო დე კოკა ესპანეთში - ეს სასახლე ცნობილია, როგორც იმპერატორ თეოდიუსის დაბადების ადგილი, ახლა კი აქ მეტყევეების სკოლაა გახსნილი.
დისნეილენდის მძინარე მზეთუნახავის სასახლე კალიფორნიაში - ამ სასახლის აგების შთაგონების წყარო გახლდათ გერმანიაში მდებარე ნეუშვანსტეინი, დღეს მძინარე მზეთუნახავის სასახლე დისნეილენდის ღირსესანიშნაობაა.
კრონბორგის სასახლე დენმარკში - აგებულია 1420 წელს და მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ეს სასახლე უკვდავყო შექსპირმა საკუთარ ნაწარმოებში ჰამლეტი.
ალნვიკის სასახლე ნორსამბერლანდში - ეს სასახლე განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ რაც აქ ფილმი ჰარი პოტერი გადაიღეს, დღეისათვის ალნვიკში ყოველწლიურად 800 ათასი დამთვალიერებელი მიდის.
ედინბურგის სასახლე შოტლანდიაში - აგებულია მე-12 საუკუნეში და ედინბურგის სიმბოლოდაა მიჩნეული.
ჰაიკლერის სასახლე დიდ ბრიტანეთში - აგებულია მე-19 საუკუნეში.
შატო ვერსალი საფრანგეთში - ამ სამეფო სასახლეში 2300 ოთახი, 67 ოთახი და 5,210 ავეჯია.
პრაღის სასახლე ჩეხეთის რესპუბლიკაში - ეს სასახლე გინესის რეკორდების წიგნშია შესული როგორც მსოფლიოს უდიდესი ძველი სასახლე.
კაილმორ ები ირლანდიაში - ეს სასახლე ლონდონელი ექიმის მიშელ ჰენრის პირადი საცხოვრებელი გახლდათ. მოგვიანებით 1909 წელს სასახლე მანჩესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ შეიძინეს, თუმცა განქორწინების შემდეგ მათაც გაყიდეს.
ბოდიამის სასახლე დიდ ბრიტანეთში - სასახლე მე-14 საუკუნეში სერ ედვარდ დაილინგრინგმა ააგო საფრრანგეთთან მრავალწლიანი ომის ოერიოდში მტრისგან თავის დასაცავად.
ბურგ ჰოჩოშტერვითსის სასახლე ავსტრიაში - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შენობა შუა საუკუნეების სასახლეებს შორის.
შატო დე ჩილონი შვედეთში - ეს სასახლე-კუნძული 100 ინდივიდუალური შენობისგან შედგება.
ეკატერინეს სასახლე რუსეთში - მისი მშენებლობა 1717 წელს დაიწყო, ეს გახლდათ ეკატერინე I-ის საზაფხულო რეზიდენცია. 1752 წელს შენობის დიზაინი როკოკოს სტილში იქნა გადაყვანილი.
უინდსორის სასახლე ინგლისში - ეს მე-11 საუკუნის სამეფო რეზიდენცია და ევროპის უდიდესი სასახლე გახლავთ.
ჰოგვოსტის სასახლე უნივერსალ სტუდიოში - ორლანდოში, აშშ-ს შტატ ფლორიდაში მდებარე ეს სასახლე ცნობილია ფილმიდან ჰარი პოტერი.
ბალმორალის სასახლე გაერთიანებულ სამეფოში- ეს გახლავთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რეზიდენცია 1852 წლიდან, როდესაც სასახლე დედოფალმა ვიქტორიამ და მისმა მეუღლემ პრინცმა ალბერტმა შეიძინეს.
კონვის სასახლე ჩრდილოეთ უელსში - ის 1283 წელს ედვარდ I-მა ააგო და მისი ღირებულებაა 15 ათსაი ფუნტი სტერლინგი.
შვერინის სასახლე გერმანიაში - მის შესახებ პირველი ცნობები 965 წლით თარიღდება, თუმცა დღევანდელი სახე მას 1845-1857 წლებში ფრიდრიხ ფრანც II-ის დაკვეთით მიეცა.




























კომენტარი