
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
„მდგომარეობა არ შეცვლილა. გრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაო. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს“ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
კომენტარი