
ირაკლი ღარიბაშვილი წმინდა მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული ტურნე დაასრულა. აჭარის რეგიონში გამართული სამუშაო შეხვედრების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი წმინდა მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრა, სადაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უმასპინძლა. მეუფემ პრემიერს ხელოვნების აკადემიის მშენებარე ობიექტი დაათვალიერებინა და აკადემიასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები გააცნო.
პრემიერ-მინისტრმა გიმნაზია-პანსიონის
აღსაზრდელებიც მოინახულა და
მათი ნამუშევრები დაათვალიერა.
ბავშვებმა სტუმრების პატივსაცემად
რამდენიმე მუსიკალური ნომერი
შეასრულეს.
კომენტარი