
ღალატი ინტერნეტით, ანუ რა "ცოდვები" მოდის Facebook-ის „კისერზე“
ინტერნეტით ღალატი მეუღლეთა გაუცხოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება...... ფსიქოლოგების მტკიცებით, სოციალური ქსელები საფრთხეს უქმნიან ოჯახურ ურთიერთობებს და ხშირად გაყრამდეც მივყავართ......და ეს უბრალო სიტყვები არ არის- საოჯახო სამართლის ამერიკის აკადემიის ადვოკატებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა - ამერიკულ გაყრათა ყოველი ხუთი შემთხვევიდან ერთში აუცილებლად ფიგურირებს სოციალური ქსელი Facebook;
გაყრაზე სპეციალიზებული ამერიკელი იურისტების 84 % აღიარებს: მათ პრაქტიკაში განხილული საქმეების 80 % -ის შემთხვევაში მეუღლის ღალატის შესახებ ფაქტები მისმა მეორე ნახევარმა სწორედ სოციალური ქსელებიდან ამოქექა. და, სხვათა შორის, ამ ამოქექილი კომპრომატების 66 % სწორედ ჩვენი საყვარელი
Facebook-ის „კისერზე“ მოდის......
რაც შეეხება გერმანიას, აქ ამ მიზეზით უკვე ყოველი მეოთხე ოჯახური წყვილი შორდება ერთმანეთს; იგივე სიტუაციაა ბრიტანეთშიც..... აქაურ გამოცემა Sun-ში დაიბეჭდა გაყრაზე სპეციალიზებული ადვოკატის ინტერვიუ. ადვოკატის თქმით, ბოლო 9 თვის მანძილზე თითქმის ყველა მისმა კლიენტმა მეუღლის ღალატის შესახებ მტკიცებულებები სწორედ Facebook-დან წარმოადგინა.
კომენტარი