
თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში - აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში
თიბისი
ვაჭრობის დაფინანსების
ინდუსტრიაში წამყვანი
საერთაშორისო მედია
კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის
ლიდერების ჯილდოს
ფინალისტია. ეს
პირველი შემთხვევაა,
როდესაც ქართული
ბანკი აღნიშნულ
ჯილდოზეა წარდგენილი.
აღმოსავლეთ
ევროპაში ვაჭრობის
დაფინანსებაში საუკეთესო
ბანკის ნომინაციის
ფინალში, თიბისი
ისეთ საერთაშორისო
ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთადაა
ნომინირებული, როგორებიც
არიან: Raiffeisen Bank International,
Ukrgasbank და UniCredit.
ჯილდოს
ფინალისტები ის
ფინანსური ინსტიტუტები
არიან, რომლებსაც
გამორჩეული შედეგები
და მიღწევები
აქვთ ფინტექ
ბაზარზე და
ასევე - ვაჭრობის,
საქონლის, მიწოდების
ჯაჭვისა და
ექსპორტის დაფინანსებაში.
გამარჯვებულები ლონდონში,
26 ივნისს, GTR-ის ყოველწლიურ
საქველმოქმედო ღონისძიებაზე
გამოვლინდებიან.
კომენტარი