
„1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ" - ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათზე
დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა იყო, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით, - ამბობს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
„1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი