
16 წლის გოგონა, რომელიც მე-4 სართულიდან გადმოვარდა, კლინიკაში გარდაიცვალა
16 წლის გოგონა, რომელიც წუხელ საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა, კლინიკა ,,რუსთავში" გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. დაშავებეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახლო მდებარე კლინიკაში ტრავმული შოკით მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა. კლინიკაში მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარი