
ბათუმში მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო
ბათუმში, აკვაპარკის სანაპიროსთან 75 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ სამაშველო სამსახურში შეტყობინება დილის 06:00 საათზე შევიდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობდა და სახლიდან დილის 04:00 საათზე გავიდა.
''მაშველებმა 75 წლის შოთა გაბაიძის ცხედარი ძებნის დაწყებიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული''-განაცხადა მამუკა თუთბერიძემ.
კომენტარი