
"გლოვოს" კურიერს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა უცნობია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
"გლოვოს" კურიერს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია.
ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლი მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
კომენტარი