
ახალშობილების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამო სამშობიაროდან ექთნები გაათავისუფლეს
ამერიკის სამხედრო-საზღვაო საავადმყოფოში ექთნები ახალშობილების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო ატვირთეს. ექთნები ვიდეოში ერთ-ერთ ახალშობილს მუსიკაზე რითმში აცეკვებენ და უხეშად ეპყრობიან, ფოტოში კი შუა თითი აქვს მედდას მიდებული სხვა ახალშობილზე და ზედ ასეთი წარწერა: „რას ვგრძნობ სინამდვილეში ამ მინი-სატანის მიმართ“.
ვიდეომ ასი ათასობით ნახვა დააგროვა, უამრავმა ადამიანმა გააზიარა და აღშფოთება არ დამალა ექთნების მიმართ, სწორედ ასე გაიგო საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მათი სამარცხვინო ქმედების შესახებ და დაითხოვა ისინი სამსახურიდან.
კომენტარი