
თბილისში, დიღმის მასივში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გაზია. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახური მუშაობს, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. აფეთქება კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა, დაზიანებულია ზედა სართულიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბინიდან მაშველებმა კაცი გამოიყვანეს, რომელიც დამწვრობით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
კომენტარი