
ცოტა ხნის წინ ვარკეთილში მომხდარ ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ცოტა ხნის წინ, ავტოავარაია მოხდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე. "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო სამსახურია მობილიზებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი