
დაჭრილია 3 მოზარდი - დიდუბეში ერთმანეთს არასრულწლოვნები დაუპირისპირდნენ
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დიდუბეში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები 14 წლის მოზარდები არიან. მათ ჭრილობები გულმკერდის, წელისა და ბარძაყის არეში, დანით აქვთ მიყენებული. სულ 3 მოზარდია დაჭრილია. ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კომენტარი