
კიმ კარდაშიანი მილიარდერი გახდა
ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში პირველად მოხვდა.
გამოცემის ცნობით, 40 წლის ტელევარსკვლავის ქონება მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2020 წლის ოქტომბერში 780 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა.
რეალიტი-შოუში მონაწილეობისა და სარეკლამო კონტრაქტების გარდა, კარდაშიანის შემოსავლის მთავარი წყაროებია კოსმეტიკის ბრენდი KKW Beauty და ქალთა თეთრეულის ხაზი Skims-ი.
Forbes-ის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ დადებულმა კონტრაქტმა Skims-ის კაპიტალი 500 მილიონი დოლარით გაზარდა, რამაც კიმ კარდაშიანს 225 მილიონი დოლარი მოუტანა.
კომენტარი