
საქართველოში კორონავირუსის 1064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 064 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1135 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 335 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 316 389, გარდაიცვალა 4 569 პაციენტი.
კომენტარი