
ხურჩაში ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებზე მსჯელობენ
აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე არსამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციები რამდენიმე საკითხს განხილავენ. ასოციაციის „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ თავმჯდომარემ ალუ გამახარიამ livepress.ge-ს უთხრა, რომ მთავარი თემა „ქართული და აფხზური მხარეების უმთავრეს საჭიროებათა საკითხზე“ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობაა. მისივე ცნობით, შეხვედრაზე „კობერნის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური საქმიანი ტურების დაგეგმვა მოხდება. „დღევანდელ შხვდრაზე ასევე განვიხილავთ, მხარეთა ერთობლივი პრობლემების გადაჭრის გზებს. ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების, ვაჭრობის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ხუჩაში მიმდინარე შეხვედრას ქართულ-აფხაზური და დევნილების თემაზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრები ხურჩაში 2 წელია მიმდინარეობს.
კომენტარი