
სისხლიანი გარჩევა სამტრედიაში - ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
სისხლიანი დაპირისპირება მოხდა სამტრედიაში, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს - შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებიც ცნობით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა კი სტაბილურად მძმეა.
უცნობია, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 19/108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარი