
ზესტაფონში ე.წ. "სტაიანშჩიკებს" შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა
მკვლელობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ. "სტაიანშჩიკებმა" თანხა ვერ გაიყვეს და დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
კომენტარი