სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ნოდია: „ისინიც ხომ ასე იქცეოდნენ“, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული არგუმენტია...“

6 და 7 ნოემბერს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისა და მოქმედი სამხედრო პირების დაკავებას ექსპერტი გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

„... დაჭერები მხოლოდ შურისძიების გრძნობის დაკმაყოფილება კი არაა, არამედ უპირველესად პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტთან, რომელსაც აქვს ჯარზე ზემოქმედების კონსტიტუციური ბერკეტი და უნდათ, ეს დაათმობინონ. მაგრამ „საზოგადოება“ სწორედ რომ შურისძიების გრძნობით ხარობს. ეს ეხება არა მხოლოდ გადაკლულ ბიძინისტებს, ვისთვისაც სწორედ ბაჩო ახალაიას დაჭერით დაიწყო ოცნების ასრულება, არამედ ბევრ ჩემ თვალში გონიერ და ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანსაც. მათი ძირითადი აზრი ესაა: „აბა თვითონ რომ ცუდად იქცეოდნენ, ახლა თავის თავზე იწვნიონ“.

კი ბატონო, სამართლის შერჩევითობა და პოლიტიზება ნაცმოძრაობის მთავრობისთვის უცხო არ ყოფილა - თუმცა შედარებით ანალიზს ახლა ვერ მოვყვები, მასალაა ჯერ ცოტა (ვშიშობ, რომ „ოცნების“ დებიუტი ამ მიმართულებით გაცილებით უარესს გვპირდება, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ სუბიექტური ვარ). მთავარია, ე.წ. ობიექტურმა საზოგადოებამ შეიგნოს: ნაცმოძრაობის მმართველობა უკვე ისტორიის კუთვნილებაა; შესაძლოა, ისინი ზემოაღნიშნული შეცოდებებისთვისაც დაისაჯნენ არჩევნების წაგებით. დღეს არის ახალი ხელისუფლება და ახალი საფრთხეები, რომელსაც ან უსწორებ თვალს, ან არა. გარდა არარეალისტური სოციალური დაპირებებისა, „ოცნება“პირველ რიგში დემოკრატიის ზეიმს გვპირდებოდა და ამ ნიშნით განასხვავებდა თავს „ნაცმოძრაობისაგან“. ამიტომ იმ არგუმენტის მოტანა, „აბა ისინიც ხომ ასე იქცეოდნენო“, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია.

ჰოდა, იგრძენით უხერხულობა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100