სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ბედი ელით ქართველ მეზღვაურებს?

საქართველოს მთავრობამ შეიძლება სომალიში დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებში გამოსასყიდის ნაწილის გადახდის შესაძლებლობა განიხილოს.
გფდკგდლ;ფგკლდ
ამ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს, თუმცა, მას არცერთი ოფიციალური უწყება არ ადასტურებს. ტანკერ „ოლიბ ჯის“ ეკიპაჟი - თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაური 8 სექტემბრიდან ტყვეობაში იმყოფება. გამოსასყიდის ოდენობაზე ვაჭრობა მეკობრეებმა თხუთმეტი მილიონიდან დაიწყეს და მილიონ ამერიკულ დოლარამდე ჩამოვიდნენ.
გფდკგდლ;ფგკლდ
გემთმფლობელი ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ მეკობრეებს მხოლოდ 150 ათას და ტანკერის დატოვებას სთავაზობს, რომლის ღირებულება 700 ათასი ამერიკული დოლარია. ამის საპასუხოდ, მეკობრეები მძევალთა დახვრეტით იმუქრებიან.
გფდკგდლ;ფგკლდ
„ამერიკის ხმისთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ გემთმფლობელი „ფრიო ვენტურე“, რომელიც ათენის გარეუბან ნეა სმირნიშია რეგისტრირებული, საკუთარი აქტივების გადამალვას ცდილობს. ტანკერ „ოლიბ ჯის“ გარდა, მის მფლობელობაში კიდევ ორი ძველი ტანკერი „ალიკი ჯი“ და „ბერნადეტი“ იყო. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ორივე ტანკერი კომპანიამ ინდოეთში ჯართში ჩასაბარებლად გააგზავნა და მიღებული ფულით დატყვევებული მეზღვაურების დახსნას აპირებდა. თუმცა, კვირის დასაწყისში, მოულოდნელად, ორივე ტანკერი უკან მობრუნდა. ბოლო ინფორმაციით, „ფრიო ვენტურე“ გემებისთვის სახელების შეცლას აპირებს, რომ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს.
გფდკგდლ;ფგკლდ
გასულ კვირას კი, სომალიში დატყვევებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი ერთით გაიზარდა. მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ტუნისის გემი „ჰანიბალ ორი“ დაატყვევეს. ოცდათერმეტკაციან ეკიპაჟში, 41 წლის ბათუმელი ოლეგ ნოდიაც ირიცხება. გემს მალაიზიიდან 24 ათასი ტონა ბოსტნეულის ზეთი მოჰქონდა. ნოდია გემზე ბათუმურმა საკრუინგო კომპანია „ევროსტარ მარინემ“ დაასაქმა ბოლო ინფორმაციით, სომალიში დატყვევებული მეზღაურთა ოჯახის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა ითხოვეს. ასეთი სახის თხოვნა პრეზდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია. სომალელი მეკობრეების ულტიმატუმის ვადა ოფიციალურად დღეს იწურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100