
საქართველოში კოვიდინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 550 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 967 585, გარდაიცვალა 14 732 პაციენტი.
კომენტარი