28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: დღეს კარგი იქნება თუ მონაწილეობას მიიღებთ ტრადიციულ რიტუალებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თქვენში აღფრთოვანებას არ იწვევს და აღიქმება როგორც მოვალეობები. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, მაგრამ ხალხმრავალი და ხმაურიანი წვეულების გამართვას არ გირჩევთ.
კურო: დღის პირველ ნახევარში ოპტიმისტური განწყობის მიზეზი მოგეცემათ. შეეცადეთ პოზიტიური განწყობა საღამომდე შეინარჩუნოთ, ის აუცილებლად დაგჭირდებათ. ვერ ვიტყვით, რომ წყნარი ატმოსფერული გარემო გექნებათ, დაძაბულობა დღის განმავლობაში თანდათან გაიზრდება. არ არის გამორიცხული ოჯახური კამათი.
ტყუპები: დღე შემთხვევითი მოვლენების მხრივ არასახარბიელოა. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს წარუმატებლობასთან კავშირი არ ჰქონდეთ მათ ვინც თქვენ გგონიათ. თუ ფიქრობთ რომ გარშემო გყავთ მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და შეხმიანებიხართ, მიიწვიეთ ისინი შინ სტუმრად. საღამო აღსავსე იქნება სასიამოვნო სიტუაციებით.
კირჩხიბი: დღეს მრავალი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატერიალური მხარეა. ამ საკითხში მრავალი სიახლე გელით, რაც თქვენი ხასიათის დადებითობას განაპირობებს.
ლომი: ეცადეთ საქმე, რომელიც გსურთ კარგად შესრულდეს, თავად გააკეთოთ და არავითარ შემთხვევაში არ დაავალოთ სხვას. იცოდეთ, რომ ნებისმიერი საკითხის მოგვარება თქვენზე უკეთ არავის შეუძლია.
ქალწული: დღეს არ ხართ ისეთ განწყობაზე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყოთ. აგვისტო თქვენთვის სრული უმოქმედობის დღეა და უკეთესი იქნება, თუ ამ შანსს გამოიყენებთ და კარგად დაისვენებთ.
სასწორი: თქვენ შეძლებთ დღევანდელი დღის ნაყოფიერად გატარებას. ეცადეთ ყოველგვარი მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. ამასთანვე გარკვეულ საკითხებში შესაძლოა თქვენი ახლობლების რჩევაც დაგჭირდეთ. მოუსმინეთ მათ და თქვენთვის მისაღები რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ.
მორიელი: დღეს დაძაბული დღე გელით, რასაც მრავალი ახალი საქმის გამოჩენა განაპირობებს. ეს ყველაფერი პირად ცხოვრებას მოგწყვეტთ, მაგრამ ეცადეთ საყვარელ ადამიანს დღის განმავლობაში ერთხელ მაინც დაუკავშირდეთ, თორემ შესაძლოა ასეთმა სიტუაციამ გარკვეული დაბრკოლებების წინაშე დაგაყენონ.
მშვილდოსანი: შესაძლოა გარკვეულ დაბრკოლებებს გადააწყდეთ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. პრობლემების მოგვარებისას ეცადეთ დაძაბულობის მოხსნას და მარტივი გზების მოძებნას.
თხის რქა: უკანასკნელი დროის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში მომხდარი დადებითი მოვლენები, თქვენი მომავლის პოზიტიურად განვითარებას შეუწყობს ხელს. შეგეძლებათ პრობლემების მოგვარება როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთანაც.
მერწყული: კარგი იქნება თუ გარკვეული რთული საკითხების მოგვარებაში ახლობლებსა და გარშემომყოფებს დაიხმარებთ. ეცადეთ საქმის მსვლელობის დეტალები არ გაამჟღავნოთ, მაგრამ აუცილებლად მოუსმინეთ რჩევებს და თქვენთვის სასარგებლო პუნქტები გაითვალისწინეთ.
თევზები: არ აჩქარდეთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ყოველგვარი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი და სჯობს მოვლენების ლოგიკურ განვითარებას დაელოდოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ იმედი, შესაბამისი ძალისხმევის დახარჯვის შემთხვევაში, შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.
კომენტარი