სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვეყანა გმირებს გლოვობს - ქართველი სამხედროების პანაშვიდზე მთავრობის წარმომადგენელები არ გამოჩენილან

ქვეყანა გმირებს გლოვობს - მოქალაქეების ნაკადი ომში დაღუპული ქართველი სამხედროების, დავით რატიანის და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდებზე არ წყდება, თუმცა ადგილზე მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი ამ დრომდე არ გამოჩენილა.

საპატიო ყარაულები დგანან წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძართან, სადაც გია ბერიაშვილის ცხედარია დასვენებული. გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ ომში დაღუპულები იმსახურებდნენ მუხათგვერდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალულიყვნენ.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი კი აღნიშნავს, რომ "მებრძოლების ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ". რაც შეეხება კითხვას, მიაგებენ თუ არა მმართველი პარტიის წევრები დაღუპულებს, დეპუტატი აღნიშნავს, რომ "პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის".

პატივს მივაგებ და ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და მათ მიმართ სახელმწიფომ გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან.

პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის. მივლენ პანაშვიდზე, ალბათ და დაესწრებიან. მეც ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ", - განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100