სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი: დიდი საქმე სიმშვიდეში, ლოცვასა და ხშირად, მარტოობაში კეთდება

"დიდი საქმე, ეს იქნება საკუთარი თავის თუ ერისთვის, კეთდება მხოლოდ სიმშვიდეში, ლოცვაში და ძალიან ხშირად მარტოობაში", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგები დროს.

მისივე თქმით, ადამიანი დგას ან სრულყოფის ან დაცემის გზაზე. თუ ეცემა ადამიანი, ის დაუსრულებლად დაეცემა, თუ არაფერმა უშველა. თუ სრულყოფილების კიბეზე დგას, ის ბოლომდე ავა.

"სიმშვიდე ხელს უწყობს ადამიანის სრულყოფას. ადამიანი დგას ან სრულყოფის ან დაცემის გზაზე. თუ ეცემა ადამიანი, ის დაუსრულებლად დაეცემა, თუ არაფერმა უშველა. თუ სრულყოფილების კიბეზე დგას, ის ბოლომდე ავა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რა გზები არსებობს სრულყოფილებისთვის", _ ბრძანებს პატრიარქი და აღნიშნავს, რომ აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი სრულყოფის გზაზე დადგეს - სარწმუნოება, სიყვარული, მიმტევებლობა და სიკეთეა.

თუმცა, უწმინდესის განცხადებით, არის კიდევ ერთი პირობა, რომელიც ხელს უწყობს სრულყოფას - ეს არის სიმშვიდე.

"ეს ისეთი თვისებაა, რომელიც აკლია თანამედროვე კაცობრიობას, თანამედროვე ადამიანს. ძალიან ადვილია კეთილდღეობაში ადამიანმა სიმშვიდე შეინარჩუნოს, ხოლო როცა განსაცდელშია, ხშირად კარგავს ამ სიმშვიდეს და ბევრ შეცდომას უშვებს. დიდი საქმე, ეს იქნება საკუთარი თავის თუ ერისთვის, კეთდება მხოლოდ სიმშვიდეში, ლოცვაში და ძალიან ხშირად მარტოობაში", - აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100