
შსს-ს გუნდი ევროპის პოლიციელების ლიგის გამარჯვებული გახდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წელს მესამედ გახდა.
შსს-ს საფეხბურთო ნაკრებმა 18-21 სექტემბერს ქალაქ ვილნიუსში, ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგაში წელს, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, უკვე მეხუთედ იასპარეზა. სამინისტროს საფეხბურთო გუნდი უკვე 5 წელია მონაწილეობს აღნიშნულ ჩემპიონატზე და დღემდე 2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.
წელს ჩემპიონატზე ევროპის 8 ქვეყნის 20 გუნდი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრები თურქეთის, ისრაელის, ლიტვის და „ლიტვის პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის“ გუნდებს შეხვდა. ფინალური შეხვედრა ქართველმა პოლიციელებმა პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის გუნდთან გამართეს, რომელიც დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. გამარჯვებულ გუნდს ოქროს მედლები და ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის თასი გადაეცა.
კომენტარი